საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკავილის თქმით, ის მუდმივ რეჟიმში აახლებს თავისს გუნდს. ასეთი სიტყვებით სააკაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე „ნაცმოძრაობის“ შესაძლო „ეროზიაზიასთან“ დაკავშირებით.
„რაც მე ამ საქმეში [პოლიტიკაში] ვარ, სულ ვცვლი და ყოველთვის ვაახლებ გუნდს, ზოგი თვითონ მიდის, ბევრად მეტი მოდის –პარტია ცოცხალი ორგანიზმია. ახლა ჩვენ ვართ ზრდის მიმართულებით. რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშებს: მთავრობამ შეიძლება ვიღაც გადაიბიროს, რაღაცით გაწიოს, მაგრამ ქართველ ხალხს ვეღარასოდეს ვერავინ გადაიბირებს, – განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა: მე ნამდვილად არ მინდა სპეკულირება, მორჩა ლაპარაკი გათიშვაზე და დაყოფაზე. არც გავთიშავ არავის, არც დავყოფ არავის.“