საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემთა გაყალბებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს ივანიშვილს საარჩევნოდ სჭირდება. ექსპრეზიდენტის ეჭვებს განსაკუთრებით ის ფაქტი ამძაფრებს, რომ მოსახლეობის აღწერის ახალი მონაცემებით რუსეთში 800 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რაც, სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის გარანტირებულ ხმებს წარმოადგენს.
„აშკარად გააყალბეს აღწერის შედეგები. 800 ათასი მოქალაქე არა... ტოროლა! ეგეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ჩვენი დათვლებით, რუსეთში მაქსიმუმ არის 150–200 ათასი მოქალაქე. ამ სტატისტიკით [ბიძინა ივანიშვილმა] წინასწარ გამოგვიცხადა, რომ არჩევნები არ იქნება: მე, კარასინი, აბაშიძე და პუტინი დავთვლით თქვენს შედეგებსო“, - განაცხადა სააკაშვილმა.