ხელისუფლება ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა ხაიშის მოსახლეობა ,,ხუდონჰესის” სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაში დაარწმუნოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ზუგდიდში, სტუდენტებთან განაცხადა.
სხვა საკითხებთან ერთად, ახალგაზრდებმა პრემიერს კითხვა ,,ხუდონჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს.
,,ხელისუფლება ხაიშის თითოეულ მკვიდრს ჰესის მნიშვნელობას დეტალურად განუმარტავს და ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაში დაარწმუნოს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტები დათვალიერა.