„საქართველოს შეჭრა უკრაინაში“-ამ სათაურით გამოცემა The New York Observer ვრცელ სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორის, ლინკოლნ მიტჩელის მტკიცებით, პოროშენკო ოდესის გუბერნატორის პოსტზე სააკაშვილის დანიშვნით იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ 40 მილიონიან უკრაინაში არაკორუმპირებული, პრეზიდენტისადმი ლოიალური და შორსმხედველი პოლიტიკოსი აღარავინ დარჩა. „პუტინის კრიტიკოსები, მათ შორის, პოროშენკოც რუსეთის პრეზიდენტს საბჭოთა კავშრის აღდგენის მცდელობაში ადანაშაულებენ, თუმცა დღესდღეობით ანალოგიურს აკეთებს უკრაინის ლიდერიც, რომელსაც, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ უკრაინა და საქართველო სხვადასხვა ქვეყნებია,“-აღნიშნავს მიტჩელი.