,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებასა და ოდესის გუბერნატორად დანიშვნას, სპეციალური განცხადებით ეხმიანება. განცხადებაში იგი წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ნაწილმა სწორად ვერ გაიგო სააკაშვილის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის მნშვნელობა.
მისი განმარტებით, ექსპრეზიდენტმა უარი ვერ თქვა პირდაპირ ჩართულიყო იმ ბრძოლაში, რომელსაც უკრაინა რუსეთთან აწარმოებს და ეს ბრძოლა საქართველოსთვის ბრძოლაცაა.
ბარამიძის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან გამარჯვებას შიშველი სამხედრო ძალით ვერ ახერხებს და ამიტომ უფრო მნიშვნელოვან სამიზნედ, უკრაინის კორუფციისგან დაბეჩავებული და სუსუტი სახელმწიფო ინსტიტუტების ქვეყნად - არშემდგარ სახელმწიფოდ გადაქცევა სურს.
,,ნათელია მიშას და ჩვენი გუნდის სურვილი, რომ პუტინის გეგმა უკრაინაში არ განხორციელდეს და უკრაინამ პირველ რიგში მთავარ ანუ ანტიკორუფციული რეფორმების ფრონტზე გაიმარჯვოს. მითუმეტეს, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი და პოლიტიკური ჯანსაღი ელიტა გვთხოვს გვერდით დავუდგეთ, ჩვენი ვალია აქაც უკრაინული და მაშასადამე, ქართული საქმე ვაკეთოთ. უკრაინაში რეფორმების ტემპის დასაჩქარებლად ცხადი გახდა, რომ თუნდაც ერთ კონკრეტულ რეგიონში საჭიროა იმის სწრაფად დემონსტრირება, რაც შემდგომ უნდა გაკეთდეს მთელს ქვეყანაში. და ამ რეგიონთა შორის ყველაზე პრობლემურიც, რთულიც (სამხედრო-პოლიტიკური, სტრატეგიული, ეკონომიკური და კრიმინოგენული) თვალსაზრისით არის უკრაინის ერთადერთი (ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ) საზღვაო კარიბჭე - ოდესის ოლქი, რომელიც ესაზღვრება მთელს სიგრძეზე, მოლდოვას სეპარატისტულ დნესტრისპირეთს და წარმოადგენს რუსული სამხედრო აგრესიის შემდგომ მთავარ სამიზნეს.
მიშასადმი ამ რეგიონის გუბერნატორად წასვლის თხოვნა პრეზიდენტმა პოროშენკომ უკრაინისთვის, როგორც რეფორმების წარმატებისათვის უმნიშვნელოვანეს რეგიონში დანიშვნა სწორედ ამ ინტერესებიდან გამომდინარეობდა და ბუნებრივია მიშა ამ ბრძოლაში უკვე პირადად და უშუალოდ ჩართვისაგან უკან ვერ დაიხევდა და არც უნდა დაეხია, რადგან კარგად აცნობიერებს ყველაფერ ზემოთქმულს. ამისათვის ყველა აუცილებელი ფორმალობაც (მათშორის მოქალაქეობის მიღებაც) უნდა მოგვარებულიყო. და ეს ბევრი კრიტიკისის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ბრძოლის ველიდან წასვლა კიარა, არამედ საქართველოს უშუალო და პირდაპირი ეროვნული ინტერესების სამსახურითაა ნაკარნახევი. მიკვირს, რომ ეს გადაწყვეტილება ზოგმა ჩემთვის საპატივცემულო და გონიერმა ადამიანმა სწორად ვერ შეაფასა,” , - აცხადებს ბარამიძე.
რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობის საკითხს, დეპუტატი აცხადებს, რომ პრეზიდენტს აქვს საშუალება მას საქართველოს მოქალაქეობა სეუნარჩუნოს ორი წლის განმავლობაში.
,,2 წელში კი ბევრი რამ, თუ ყველაფერი არა უნდა შეიცვალოს და მოგვარდეს. ასე რომ, მარგველაშვილზეა ახლა საქმე. დაუტოვებს თუ არა იგი საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ქვეყნის მოქალაქეობას”, - აღნიშნავს ბარმიძე
იგი ოდესის ოლქში განსახორციელებელ რეფორმებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ
პირველი რიგის ამოცანა თანამდებობებზე სანდო პროფესიონალების დანიშვნაა.
,,ეს ბრძოლა იქნება სახიფათო მიშას პირადი სიცოცხლისთვისაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ აუცილებელი იქნება ჭეშმარიტად რევოლუციური, რადიკალური სწრაფი, მაქსიმუმ 1 წელში, რეფორმების გატარება და ამ დადებითი იმპულსის მთელი უკრაინისთვის გადაცემა” , - აღნიშნავს ბარამიძე და დასძენს რომ ყოველივე საბოლოო ჯამში დაეხმარება საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად, ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
აღსადგენად.