საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმ ე.წ. ხელშეკრულების გამო, რომელიც მოსკოვმა სოხუმთან და ცხინვალთან გააფორმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეუთო-მ კონფლიქტის მოგვარების საკითხში აქტიური და პოზიტიური ფუნქცია უნდა შეასრულოს.
თბილისში ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ივიცა დაჩიჩის თქმით, ეუთო მომავალშიც გადადგამს ქმედით ნაბიჯებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.