საქართველოს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა. ტომას ჰენდრიკ ილვესის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. გიორგი მარგველაშვილი და ტომას ჰენდრიკ ილვესი მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ. ხვალ კი ილვესი ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ამის შემდეგ ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზაბულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.