გაზეთი კომერსანტი ახმატ კადიროვის სახელობის ფონდის საქმიანობით კიდევ ერთხელ დაინტერესდა. როგორც ჟურნალისტური გამოძიებით გახდა ცნობილი, ფონდი ჩეჩნეთის ბიზნეს-სტრუქტურების უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, საბიუჯეტო ორგანიზაციები კი ფონდში საკუთარი შემოსავლების 10 პროცენტს რიცხავენ. ამასთან, როგორც კომერსანტი იტყობინება, კადიროვის ფონდის საქმიანობას იუსტიციის სამინისტრო საერთოდ არ აკონტროლებს. ჩეჩნეთის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს სკანდალურ პუბლიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.