ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს.
უწყების სპიკერის დავით კერესელიძის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხს განიხილავენ. მისი თქმით, გასნახილველ საკითხებს შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში ორთიერთობების განვითარება შედის.
„ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართება შეხვედრები არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სამდივნოში, რომლის შტაბბინაც კაიროში მდებარეობს. შეხვედრებზე მხარეები საქართველოსა და ლიგას შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და მულტილატერალურ ორგანიზაციებში ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ“, - განაცხადა კერესელიძემ.