საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვის დროს ტაძარში პატრიარქი არქიმანდრიტ ვახტანგ ლიპარტელიანს ნიკორწმინდის ეპისკოპოსად აკურთხებს. წმიდა ნინოს დღეს საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1 ივნისს- საქართველოში მისი შემოსვლის დღეს და 27 იანვარს- მისი გარდაცვალების დღეს.