საქართველოს მე-3 პრეზიდენტის და ამჟამად ახალდანიშნული ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ იქნება გადამწყვეტი მისი საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხში. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„საქართველოში მოქალაქეობის ჩამორთმევა - ეს არის პრეზიდენტის აქტი. თუ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი გადაწყვეტს მოქალაქეობა ჩამომართვას, დარწმუნებული ვარ, ესეც არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი იმ მომენტისთვის, როცა მე დავბრუნდები საქართველოში და ეს მოხდება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ვინმეს ეს წარმოუდგენია. ხალხი როგორც გააუქმებს ჩემს მიმართ სისხლის სამართლის საქმეს, ისევე გააუქმებს ჩემი მოქალაქოების ჩამორთმევას“, - განაცხადა სააკაშვილმა.