პავლე კუბლაშვილის თქმით, შემდეგ კვირაში ზურაბ ჯაფარიძე აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ „ნაცმოძრაობიდან“ წამოსულმა დეპუტატმა „რეაქციის ეთერში განაცხადა.
„შემდეგ კვირაში იგეგმება ზურაბ ჯაფარიძის ვიზიტი ვაშინგტონში. იქნება ძალიან მაღალი დონის შეხვედრები. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენს ღირებულებებს, რომლებსაც აქამდე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში ჩვენ წარმოვადგენდით, ახლა უკვე ახალი პოლიტიკური ცენტრი დაადასტურებს [დასავლურ მისწრაფებებს]“, - განაცხადა კუბლაშვილმა.