საქართველო რუსეთისგან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეების გადმოცემას მოითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრემიერ მინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე დაკავებულის საქართველოში გადმოყვანა უკვე მოხერხდა და დანარჩენების საქართველოში გადმოყვანაზე სწრაფად მუშაობა მიმდინარეობს.
შეხვედრა კარასინსა და აბაშიძეს შორის სავარაუოდ ივნისის ბოლოს პრაღაში გაიმართება. ეს პირველი შეხვედრა იქნება, როდესაც მასში როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.