ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებს. მათ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ. კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები პარლამენტში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინა ხიდაშელი თავდაცვის, ხოლო გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დაინიშა. Aახალი თავმჯდომარეების დანიშვნას საპარლამენტო ოპოზიცია მხარს სავარაუდოდ არ დაუჭერს, თუმცა მათი ხმები გადამწყვეტი არ იქნება.