საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს სომხეთის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს-ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ მილოცვის წერილშია ნათქვამი.
„თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული - რესპუბლიკის დღე.
მინდა ავღნიშნო, რომ სომეხმა ხალხმა გრძელი გზა გამოიარა მისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად. დღეს ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით წარმატებით ვითარდება. მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.
ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.