ხვალ, 24 აპრილს, "თიბისი გალერეაში" იაპონელი მევიოლინის, კენ აისოს კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია იაპონიის საელჩო საქართველოში.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტზე სიტყვით გამოვა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა.
როგორც ცნობილია, კენ აისო მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სოლისტი და კამერული მუსიკოსი. როგორც სოლო მუსიკოსს, მას კონცერტები აქვეს გამართული ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში.