საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე გახდა. შესაბამისი განაცხადი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი გახდა პარლამენტის ახალი წევრი თეიმურაზ ნერგაძეც.
შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნებიდან” თამარ კორძაია ,,რესპუბლიკელებში” თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის მინისტრებად დანიშვნლის შემდეგ გადავიდა.