პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი იქნება, ხოლო აგრარული საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გელა სამხარაული. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განუცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე განცხადებას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს.
აღნიშნული პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პოსტები თინა ხიდაშელმა და გიგლა აგულაშვილმა დატოვეს, რომელთაც პოსტები მთავრობაში დაიკავეს.