რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის მიმართ მსოფლიო უსაფრთხოების ბალანსს ცვლის, რაზეც პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს ეკისრება. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, ვაშინგტონს რუსეთში ხელისუფლების შეცვლა არ სურს. “ერთადერთი, რაც გვინდა, მისი ქმედებები რაციონალური გახდეს. ღაც შეეხება სანქციებს, ისინი მანმადე არ გაუქმდება, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს,”-აღნიშნა ბაიდენმა.