გაწევრიანდება თუ არა ესა თუ ის ქვეყანა ნატოში, ეს ალიანსის წევრი 28 სახელმწიფოს გადასაწყვეტია და ამ პროცესს ნატოს არაწევრი რომელიმე სახელმწიფო ხელს ვერ შეუშლის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის მზადყოფნაში მოყვანის შესახებ შემაშფოთებელია და იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, ევროპის უსაფრთხოების ბალანსი შეიცვლება. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო პარტნიორი ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სტაბილურობაზეც იზრუნებს. “ეს ქვეყნები ბუფერული ზონა არ არის. ისინი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნებია,”-აღნიშნა სტოლტენბერგმა.