თბილისის 161-ე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ზედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება. დაზიანება მოსწავლემ საპირფარეშოს ფანჯრიდან გადახტომის შედეგად მიიღო. Iს მეორე სართულიდან გადახტა და ხელები დაიზიანა. სკოლის დარაჯის ინფორმაციით, ბავშვი სიგარეტის მოსაწევად გარეთ გასვლას ცდილობდა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.