საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი დღეს ავლაბრის რეზიდენციაში შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. არასაპარლამენტო ოპოზიციისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შაბათს არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კონფერენციისთვის ემზადება, რომლის მიზანიც საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაა. ჯგუფის მთავარი მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებაა, რაც მაჟორიტარული სისტემის პროპორციული წესით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.