„ქართული ოცნების“ 2 წლის მუშობის შემაჯამებელი კვლევის პრეზენტაციას დღეს 15 არასმთავრობო ორგანიზცია გამართავს. არასამთავრობო სექტორის განმარტებით, კვლევა შეეხება როგორც ხელისუფლების ხარვეზებს, ასევე მიღწევებსა და გამოწვევბს. ორგანიზაციები „ქართულ ოცნებას კონკრეტული რეკომენდაციებითაც მიმართავენ, განსაკუთრებით არაეფექტური გამოძიებების, ინსტიტუციური ცვლილებებისა და მთავარი პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით. “ქართული ოცნება” რეკომენდაციებს მიიღებს საარჩევნო რეფორმასა და სასამართლო ხარვეზებზეც. კვლევის პრეზენტაცია 11 საათზე თბილისი მერიოტში გაიმართება.