კობა სუბელიანის კანონპროექტს ზოგადი განათების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში დღეს კენჭისყრაზე მეორე მოსმენით გაიტანენ. სუბელიანის ინიციატივით, სწავლის დაწყების უფლება იმ ბავშვებს ექნებათ, რომლებიც 6 წლის მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით ხდებიან. სუბელიანის განმარტებით, მის საკანონმდებლო ინიციატივას წინ უძღოდა მშობლების მიმართვა. 6 წლამდე ბავშვის სკოლაში შეყვანას კი განათლების სამინისტრო, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და ფსიქოლოგების ნაწილი ეწინააღმდეგება. კანონპროექტის ავტორმა ინიციატივა პარლამენტში ხელმეორედ წარადგინა. წინასწარ ცნობილია, რომ უმრავლესობა მას მხარს არ დაუჭერს.