ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე პარლამენტის ევროინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატებზე იმსჯელეს. საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ფრაქციაში პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძისა და ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურები განიხილება, ხოლო აგრარულ საკითხთა კომიტეტების ხელმძღვანელებად ნოდარ ებანოიძე და გელა სამხარაული მოიაზრებიან.