წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის № 23 საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებთან ერთად ქართველ კლასიკოსთა საყმაწვილო ლიტერატურის კრებული გადასცა. მინისტრის მოადგილე მოსწავლეებს წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ბიბლიოთეკების სახელმძღვანელოებითა და სხვა სასწავლო მასალით შევსებას.
სეფერთელაძის განცხადებით, სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა ერთ-ერთია იმ პრიორიტეტებს შორის, რომელზედაც პრეზიდენტმა ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო მაქსიმალურად ზრუნავს ბავშვების სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაზე.