27 რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლის "მზის დაბნელება საქართველოში" პრემიერ გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რუსთაველის თეატრიდან აცნობეს, ზურაბ ანტონოვის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში "მზის დაბნელება საქართველოში" ჯემალ ღაღანიძე, გურამ საღარაძე, მარინა კახიანი, ზინა კვერენჩხილაძე, ლევან ბერიკაშვილი, სოსო ლაღიძე, ზაზა ლებანიძე, მარინა ჯანაშია მონაწილეობენ.
სპექტაკლი ქართული ვოდევილების საფუძველზე შეიქმნა. მისი ძირითადი სიუჟეტი ზურაბ ანტონოვის პიესაში მომხდარი ამბავია. სპექტაკლში შემოყვანილია პოპულარული პერსონაჟები გიორგი ერისთავის პიესიდან "ძუნწი", რაფიელ ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" და ავქსენტი ცაგარელის "ხანუმადან".
სპექტაკლი 28 აპრილსაც იქნება წარმოდგენილი.