უახლოეს დღეებში დაზუსტდება როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა პრაღაში. საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები სავარაუდოდ ივნისის თვეში შეხვდებიან ერთმანეთს. ამჯერად დიალოგის მონაწილეები მხოლოდ ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი არ იქნებიან.
როგორც ცნობილია, ეს იქნება ახალი, გაფართოებული ფორმატი. მასში საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას
"თუ აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ შეხვედრაში, ახლა ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ლოგიკურია, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და ამ სფეროს ექსპერტი უნდა ესწრებოდეს," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.