ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
"მილოცვაში აღნიშნულია, რომ ბელორუსი და საქართველო დიალოგს აღრმავებენ, ისინი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის უმაღლესი დონის მიღწევას ცდილობენ. ბელორუსის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყნის მიერ ერთობლივი მცდელობა, რაც მეგობრობის ტრადიციებსა და ნდობაზეა დაფუძნებული, მნიშვნელოვნად გააღრმავებს ბელორუსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას", - წერია ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდზე.