,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლა გრძელდება.
,,თავისუფლების მოპოვებას დასჭირდა ჩვენი წინაპართა არაერთი თაობის შრომა და ბრძოლა, და ჩვენ დღეს ვალდებული ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, რომ საქართველო იყოს წარმატებული და ევროპული სახელმწიფო, რომ ამ ქვეყანაში თითოეული ოჯახი ცხოვრობდეს კეთილდღეობასა და სიმშვიდეში, და აღარასოდეს, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენს სუვერენიტეტს არ დაემუქროს საფრთხე”, - აღნიშნა
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა რუსთაველის გამზირზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.