პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებილ წვევამდელებს სამხედრო ფიცის დადება და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
,,დღეს თქვენ ფიცით განამტკიცეთ საკუთარი მზადყოფნა, რომ ერთგულად და პატიოსნად ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს”,- მიმართა პრემიერმა წვევანდელებს.
პრემიერის განცხადებით ყველას უნდა ახსოვდეს თუ რის ფასად მოიპოვა ქვეყანამ დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
,,ამ იდეას მრავალი თაობა შეეწირა. მრავალი მათგანის ოცნებად დარჩა მისი ხილვა, ხოლო დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, რომ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, ქართულ სახელმწიფოში. სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა იმ თაობების წინაშე, ვინც ეს იდეა განახორციელა. ვინც ჩვენ ქართული სახელმწიფო დაგვიტოვა. ეს არის პასუხისმგებლობა ამავდროულად, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, ვისაც უნდა დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.