პრეზიდენტმა სამხედრო ფიცის ჩაბარების შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მოერეს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს დიპლომატებსა და ქართველ საზოგადოებას მიმართა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა,
,,დღეს ჩვენ ვზეიმობოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამარჯვებას, ვზეიმობთ ამ დღეს, მაშინ როდესაც ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა გადაწყვიტეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს, როდესაც ბაგრატ მესამემ გააერთიანა საქართველო, ვზეიმობთ ამ დღეს, როდესაც დავით აღმაშენებლემა თბილისი გაათავისუფლა, ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს როდესაც გიორგი ბრწყინვალემ კიდევ ერთხელ გააერთიან საქართველო. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს იმ ჩვენ დიდ მამულიშვილებთან ერთად, რომელთაც მთავარი ღირებულება - ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გაიხადეს ხატად და თავისი სიცოცხლე ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევას შესწირეს. ამიტომ ჩვენ ამ დღეს ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოს გრძელ ისტორიas, რომელიც სიამაყით გვავსებს ჩვენ დღეს. ჩვენ ქედს ვიხრით იმ მამულიშვილების წინაშე, ვინც თავისი სიცოცხლით, თავისი მუშაობით, შემოქმედებით, შესაძლებელი გახადა დღევანდელი თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო, ამ დღისთვის არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მრავალი ათასი თაობა იღწოდა. ჩვენ მადლობელი ვართ მათი. ამავე დროს ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებას და დღეს აქ მდგომნი და ჩვენი შთამომავლებიც, ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებას, სიძლიერეს გამთლიანებას მოესწრებიან. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.