საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს 200 წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. წვევამდელთა ფიცი ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.
ცერემონიალს პრეზიდენტთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მორე, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და დიპლომატები ესწრებოდნენ.
ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა.
ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.