სამხედრო საზეიმო ღონისძიებები ვარდების მოედანზე დაიწყო. თავდაცვის სამინისტრომ და დელტამ მოედანზე საქართველოში დამზადებული 15 სახეობის ახალი სამხედრო ტექნიკა გამოფინეს. მოედანზე წარმოდგენილია უდაბნოს ჯავშანმანქანა და ახალი სამედიცინო საევაკუაციო მანქანა.
ტექნიკა დაათავალიერა გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძენ.
"სასიხარულოა, რომ სამინისტრო და დელტა არსებული და ახალი პროდუქციის გამოფენას წარმოადგენს. დელტას აქვს გონივრული და კარგად წარმოებული ტექნიკა. იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ რაც ეს ტექნიკა გაივლის სათანადო შემოწმებას მის გამოყენებას ჩვენი სამინისტრო დაიწყებს," - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.