თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესები, სრულიად ლოგიკურია. მისი თქმით,
გასაკვირია რატომ აქამდე არ დატოვეს ,,ნაციონალური მოძრაობა” ცალკეულმა ადამიანებმა.
"რატომ აქამდე არ დაიშალა და არ დატოვეს ცალკეულმა ადამიანებმა, ეს არის ჩემთვის გასაკვირი. ცხადი ხდებოდა დღითიდღე ეს ყველაფერი, რისი ლოგიკური დასასრულიც ჩვენ დღეს ვიხილეთ ამ პარტიიდან საკმაოდ აქტიური ადამიანების გასვლით,“ – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაცმოძრაობა” ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ დატოვეს. ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებენ ისინი მოღვაწეობას. პარტიაში ,,ნაცმოძრაობის” ლიდერების წავლის შესახებ განმარტებები ხვალ გაკეთდება.