შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ზოლთან 9 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ მან გადაცემა „2030“-ში განაცხდა.
„ამ ხალხზე ჩვენ ვმუშაობთ. პირველ რიგში მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად. ცხელი ხაზის საშუალებით ხდება აყვანილი პირების ვინაობის დადგენა და შემდეგ მათი მარშრუტების დადგენა. როგორც წესი საბოლოო ჯამში ყველა მიჰყავთ ცხინვალის იზოლატორში. მიდის მუშაობა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი განთავისუფლება“, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთანავე უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი ახორციელებს მცოცავ ანექსიას საქართველოს ტერიტორიაზე.