,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შიდაპარტიული კონსულტაციები მიმდინარეობს. ოფისში იმყოფებიან გოკა გაბაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, სერგო რატიანი, დავით ბაქრაზე, ნუგზარ წიკლაური, ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი.
ცოტა ხნის წინ ,,ნაციონალური მოძრაობიდან” ოთხი წევრის წასვლის შესახებ დადასტურდა ინფორმაცია. თუმცა, არ არის გამორიცხული პარტია კიდევ რამდენიმე სახემ დატოვოს და ახალ გაერთიანებას სათავეში გიგა ბოკერია ჩაუდგეს.
რამდენიმე წუთის წინ პარტიის წევრმა გიორგი ვაშაძემ, პარტიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელება 27 მაისისთვის დაანონსა. თუმცა, შიდაპარტიული კონსულტაციების შედეგები სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი.
ამ ეტაპისთვის თანაგუნდელების პარტიიდან წასვლის მიზეზად ,,ნაციონალები” ოლიგარქის მხრიდან ზეწოლასა და მუქარას ასახელებენ.