საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დღეს, თემაზე - „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების პერსპექტივები და გამოწვევები რიგის სამიტის შემდეგ“ საჯარო ლექციას გამართავს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის და მასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის კონტექსტში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS) საჯარო ლექციათა ციკლს - „საქართველოს ევროპული არჩევანი“ ახორციელებს.
ლექციათა ციკლის ფარგლებში, ცენტრი მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.
საჯარო ლექციებზე საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები, ევროინტეგრაციის თემით დაინტერესებული პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები არიან მიწვეული.
დღევანდელი შეხვედრა სასტუმრო „რუმს თბილისში“, ცენტრის ორგანიზებით გაიმართება. შეხვედრა ინგლისურ ენაზე წარიმართება.