დიპლომატიური ტური ბათუმში. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აჭარაში იმყოფებიან. ტური კონფერენციით დაიწყო. ელჩებს რეგიონის ტურისტული, აგრარული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მათ რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოზეც მიაწოდა ინფორმაცია. კონფერენციის შემდეგ დიპლომატებმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მოინახულეს და გონიოში მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს. დელეგიაციამ კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა.