პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ნოდარ ხადური საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვას, გიორგი ქადაგიძე კი ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ანგარიშში ის პრიორიტეტული მიმართულებებია წარმოდგენილი, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. ეროვნულმა ბანკმა 2014 წლის ანგარიში პარლამენტს აპრილის ბოლოს წარუდგინა, 22 მაისს კი ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა და დოკუმენტი უარყოფითად შეაფასა.