ხვალ, 25 მაისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 55-ე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე მხარეები ე. წ სასაზღვრო ზოლში არსებულ ვითარებასა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გადმოცემის საკითხებს განიხილავენ.
,,შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმ ინციდენტებზე, რომელიც ამ ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირდა. ასევე შევეხებით საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართების და რკინის ღობეებით გამოწვეულ პრობლემებს”, -განაცხადა ჟურნალისტებთან შსს ანალიტიკური დეპარატამენტის უფროსმა შალვა ენუქიძემ.
მისივე განმარტებით, მხარეები შეხვედრაზე ასევე განიხილება ბოლო პერიოდში ადგილობრივო მოსახლეობის დაკავების ფაქტები.