საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდს უნდოდა უფრო მკაფიო გზავნილი ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მინისტრმა „პირველი სტუდიის“ ეთერში რიგის სამიტის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი იმისა, რაც იყო შესაძლებელი – ევროპული არჩევანის და მისწრაფებების აღიარება და ასევე ძალიან მკაფიო მინიშნება ყველაფერ იმაზე, რაც არის ასოცირების ხელშეკრულებაში. <...>
რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა უფრო მაღალი ნიშნული და ჩვენ გვინდოდა უფრო მაღალი და მკაფიო გზავნილი ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა და დაამატა, რომ „რიგის სამიტით არ იწყება და არ მთავრდება ევროკავშირთან ინტეგრაცია“.