საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის თქმით, საქართველომ მოახერხა პრიორიტეტული თემების ასახვა რიგის სამიტის დეკლარაციაში. „პირველი სტუდიის“ ეთერში ლატვიის დედაქალაქიდან ახალჩამოსულმა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან წარმატებულად წარსდგა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე.
„მინდა ყველას მოგილოცოთ ის ფაქთი, რომ საქართველო ძალიან წარმატებულად წარსდგა რიგის სამიტზე.
ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი პრიორიტეტული თემების ასახვა ამ დეკლარაციაში. ეს ეხება ვიზების ლიბერალიზაციის საკითში პროგრესის აღიარებას და ასევე კონკრეტული ვადების მითითებით სერიოზულ განაცხადს, რომ ეს პროცესი ფინიშის ეტაპზეა კონკრეტულად გაცხადდა თარიღი და შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს შანსი, რომ მომავალი წლიდან მივიღოთ გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.