ბარაქ ობამამ 2 თვის წინ ნიუ ჯერსიში ავტოავარიისას დაღუპული 2 ქართველი კურსანტი გაიხსენა. ტრაგედიის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა კონექტიკუტში სანაპირო დაცვის აკადემიის კურსანტებთან შეხვედრისას ისაუბრა. კურსდამთავრებულებს მან სწავლის დამთავრება მიულოცა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.