საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ირანის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა მოაწერეს. მემორანდუმი საქართველო–ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეხუთე სხდომის ფარგლებში მომზადდა, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად ჩატარდა.