რიგის სამიტამდე ერთი დღე დარჩა. პრემიერ-მინისტრი ქართულ დელეგაცასთან ერთად დღეს რიგაში გაემგზავრება. დეკლარაციის საბოლოო ტექსტის შინაარსი ჯერ ისევ უცნობია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამიტის მოლოდინებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სამიტის დეკლარაციაში სათანადოდ აისახება. მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს. რიგის სამიტი 21-22 მაისს გაიმართება.