ბრიუსელში მყოფმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთისთვის ზიანის მიყენების გარეშე განვითარდება.
„ჩვენ არ შეგვიძლია თავს მოვახვიოთ ევროკავშირს და მის პარტნიორებს რაიმე გადაწყვეტილება. ჩვენი სურვილია, რომ იმ პროცესებმა, რომელიც მათ შორის ვითარდება, არ დააზარალოს რუსეთის კანონიერი ინტერესი. ევროპელმა კოლეგებმა დაგვარწმუნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთისთვის ზიანის მიყენების გარეშე განვითარდება. ჩვენი სურვილია, რომ მათი სიტყვები კონკრეტული საქმით გამყარდეს. ვნახოთ მოხდება თუ არა ეს რიგის სამიტზე,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ბრიუსელში რიგის სამიტისთვის საბოლოო მზადება მიმდინარეობს. სამიტი 21-22 მაისს გაიმართება.