ბრიუსელში დღეს დაგეგმილ მინისტერიალზე საქართველოში კონფლიქტების შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-11 კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ევროპის საბჭოს მიერ შესაბამისი მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობაზეც ისაუბრებენ. საქართველოს პირველი დიპლომატის თქმით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარი თბილისს შემოდგომაზე ეწვევა.