დღეს თბილისში ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშვიშვილის შეფასებით, საქართველოში ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტი ქართულ- ავსტრიული ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის სტიმული იქნება. ეს კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ქართულმა მხარემ ავსტრიელ ბიზნესმენებს ქვეყნის შესაძლებლობები უკეთ გააცნოს.