განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, მედია ტყუილებს ავრცელებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბუბა კუდავას მოხსნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა 20 30“-ში განაცხადა. ამასთანავე თამარ სანიკიძემ დეტალურად აღწერა ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოხსნა-დანიშვნის პროცედურები.
„დირექტორი არავის არ მოუხსნია <...> მას დაუსრულდა მოღვაწეობის ვადა, მერე გადავნიშნეთ მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო აქ უკვე წარმოიშვა საკანომდებლო ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა კონკურსი“, - განაცხადა მინისტრმა.
უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ „ამ პროცესების პოლიტიზირება ხდება“.
„გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, გაკეთდა განცხადებები... 3 ტყუილი სულ მუსირებდა მთელ მედიასივრცეში. ეს იყო - მოხსნეს დირექტორი, რომელიც არ მოუხსნიათ: ეს იყო - ლაილაშის ბიბლია; და მესამე - ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომელსაც ვაძლევთ საპატრიარქოს“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.